ინტელის სასწავლო პროექტების პორტფოლიო
пятница, 18 марта 2016 г.
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო თემის ავტორი
| ||
სახელი და გვარი
|
ალექსანდრე გიორგობიანი
| |
რაიონი
|
ცაგერი
| |
სკოლა
|
ლაილაშის საჯარო სკოლა
| |
ქალაქი
|
ლაილაში
| |
თემის
მონახაზი
| ||
თემის დასახელება
| ||
რა
არის დემოკრატია და რას ნიშნავს დემოკრატიული საზოგადოება
| ||
თემის შინაარსი
| ||
ჩვენმა ახალგაზრდობამ
სრულყოფილად უნდა გაიაზროს რა არის დემოკრატიული მმართველობის უპირატესობა
არადემოკრატიულ ფორმებთან შედარებით,გააცნობიერონ თუ რამდენად ადვილია
დემოკრატიული მმართველობის დროს დაიცვან თავიანთი და სხვისი უფლებები,რას
ნიშნავს აქტიური მოქალაქეობა და სამოქალაქო საზოგადოება.მოსწავლეები მოიძიებენ
თემში არსებულ და საერთო საზოგადო პრობლემებსდა მათი გადაწყვეტის გზებს
.ვის,რომელ სტრუქტურას, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციას უნდა მიმართონ
შერჩეული პრობლემის მოსაგვარებლად .გამოიყენებენ პრობლემის განსაზღვრისა და
ანალიზის, ინტერვიუსა და მედიასაშუალებებზე დაკვირვების ფორმებს.
| ||
საგანი
| ||
სამოქალაქო
განათლება
| ||
დონე/კლასი
| ||
საშუალო
საფეხური X კლასი
| ||
განხორციელების დროის ჩარჩო
| ||
1 თვე
| ||
თემის საფუძვლები
| ||
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
| ||
მოქ.X.3. მოსწავლეს
შეუძლია დააკავშიროს თავისუფალი
პიროვნებისა და აქტიური მოქალაქის თვისებები.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
მოქ.X.6.
მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს
მრავალფეროვან საზოგადოებაში სამართლიანი ურთიერთობის უზრუნველყოფის
საშუალებები.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ახასიათებს საზოგადოებაში სამართლიანი
ურთიერთობების პირობებს და უკავშირებს მრავალფეროვნების ნიშნებს;
·
აკავშირებს თანასწორობის პრინციპსა და
ურთიერთობათა სამართლიანობის ნორმებს ერთმანეთთან;
·
ხსნის, თუ რატომ ევალება პიროვნებას კანონის
დაცვა; აღწერს და
აფასებს იმ საშიშროებას, რაც მოსდევს
არაკანონიერ მოქმედებას;
მოქ.X.7.
მოსწავლეს შეუძლია სამოქალაქო
საზოგადოების ძირითადი საფუძვლების კვლევა.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მონაწილეობს დისკუსიაში – რას ნიშნავს
სამოქალაქო საზოგადოება? გამოთქვამს მოსაზრებას პოლიტიკური პარტიების,
საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მასმედიის როლის შესახებ
საქართველოში; ავლებს პარალელებს სხვა ქვეყნებთან.
მოქ.X.11. მოსწავლეს
შეუძლია გაანალიზოს მოქალაქეების როლი
ქვეყნის დემოკრატიაში.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მსჯელობს დემოკრატიის ჩასახვისა და
განვითარების შესახებ; ადარებს საქართველოსა და რომელიმე სხვა ქვეყნის
მაგალითებს;
·
მსჯელობს
საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებსა და მოვალეობებზე და ადამიანის
უფლებების საერთაშორისო დეკლარაციით მინიჭებულ უფლებებსა და მოვალეობებზე და
ადარებს მათ;
| ||
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
| ||
მოსწავლეები
გაეცნობიან დემოკრატიის განსაზღვრებას , დაინახავენ განსხვავებას მართვის
ავტორიტარულ და დემოკრატიულ ფორმებს
შორის,გაეცნობიან რა ცოდნა უნარ ჩვევები უნდა ჰქონდეს სამოქალაქო საზოგადოების
წევრს.გაერკვევიან რა არის
დისკრიმინაცია ტოლერანტობა, როგორ დავძლიოთ დისკრიმინაცია, რა
სჭირდება საზოგადოებას მოქალაქისაგან და რა სჭირდება მოქალაქეს
საზოგადოებისაგან.რამდენად ხელსაყრელ გარემოს ქმნის დემოკრატია აქტიურ მოქალაქის
ჩამოყალიბებისათვის
| ||
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
| ||
ზოგადი კითხვა
|
რისთვის გვჭირდება დემოკრატია?
რა არის ტოტალიტარიზმი?
რა უპირატესობა აქვს დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქეს არადემოკრატიული
ქვეყნის მოქალაქესთან შედარებით?
როგორია მოქალაქის როლი არადემოკრატიულ სახელმწიფოში?
| |
თემატური კითხვები
|
იცით თუ არა თქვენი
უფლებები და ვალდებულებები და
რას ნიშნავს
აქტიური მოქალაქეობა?
მონაწილეობთ თუ
არა თემში /სკოლაში არსებული პრობლემების მოგვარებაში და როგორ?
| |
შინაარსობრივი კითხვები
|
რატომ ირჩევს
მსოფლიოს სხვადასხვა ხალხი საზოგადოების დემოკრატიულ მოწყობას?
| |
შეფასების გეგმა
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასების დროის ჩარჩო
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
სხვა
საკითხები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
საბაზისო
უნარ-ჩვევები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
მოსწავლეები უნდა
ფლობდნენ კომპიუტერულ ტექნოლოგიებს და აქვთ ჯგუფური მუშაობის უნარი
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
სასწავლო
პროცედურები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუშაობა დაიწყება დისკუსიით თემის უფრო
ღრმად გასააზრებლად და ასევე მივმართავ გონებრივ იერიშს კლასში იდეების შეგროვებისა და დახარისხებისათვის. შემდეგ მოსწავლეები გააცნობიერებენ დემოკრატიული საზოგადოების
დამახასიათებელ ძირითად ღირებულებებს.პასუხობენ კითხვებს:რა
არისდემოკრატია?როგორია დემოკრატიული სახელმწიფო ?თემი?სამეზობლო? სკოლა?
იყენებენ წრეებს ირგვლივ გაკეთებულ სხივებზე მიაწერენ დემოკრატიულ მახასიათებლებს.მოძებნიან
სპეციალურ რუკაზე დემოკრატულ,ნახევრად დემოკრატიულ და არა დემოკრატიულ ქვეყნებს.გამოვიყენებ T -სქემას.მოსწავლეებს
მიეცემათ დავალება წაიკითხონ რევაზ ინანიშვილის მოთხრობა „პატარა ბიჭი
გოლგოთაზე“და წარმათონ დისკუსია.ასევე გამოვიყენებ ვ.მ.ვ.-ვიცი,მინდა
ვიცოდე,ვისწავლე მეთოდს.
მოსწავლეები გააცნობიერებენ რას ნიშნავს
აქტიური მოქალაქეობა და სამოქალაქო საზოგადოება ,რა ცოდნა და უნარჩვევები უნდა
ჰქონდეს სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წევრს.პასუხობენ კითხვებს ,რა წვლილი
შეგიტანიათ სკოლის, ოჯახის,საზოგადოების ცხოვრებაში?გავმართავთ დისკუსიას
„უფლებები და მოვალეობანი’’ .მოსწავლებმა უნდა გამოკვეთონ სპეციალური კითხვარების საშუალებით თემში
არსებული პრობლემა და მოიფიქრონ დადასახონ
მისი მოგვარების გზები.
მოსწავლეები გაეცნობიან დისკრიმინაციის გამომწვევ მიზეზებს და მისი დაძლევის
საშუალებებს .არა ტოლერანტული ქცევის ,დისკრიმინაციის გამოვლინებებს.მოიძიებენ
მასალებს ტოლერანტული და არატოლერანტული გამოვლინებებს საქართველოს
ისტორიიდან,ლიტერატურიდან.
მოსწავლეები გამართავენ დისკუსიას რა
სჭირდება მოქალაქეს საზოგადოებისაგან და საზოგადოებას მოქალაქისაგან.რამდენად
მნიშვნელოვანია მოქალაქის ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში .მოსწავლეები
გაიაზრებენ დემოკრატიული საზოგადოების
მოქალაქის უფლებებისა და მოვალეობების ერთობლიობას. „არც კაცი ვარგა ,რომ
ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს“ წარვმართავთ დისკუსიას ამ თემის ირგვლივ.აღნიშნული
საკითხებზე შეაგროვებენ მასალებს , დაახარისხებენ,შექმნიან ბროშურას,აგროვებენ
ფოტო მასალებს და აკეთებენ პრეზენტაციას.
|
დიფერენცირებული სწავლება
|
||
|
სპეციალური საჭიროებები
|
თავისი
შესაძლებლობების მიხედვით აკეთებენ დავალებებს იღებენ ფოტოებს ,მონაწილეობენ ბროშურის გარეკანის
გაფორმებაში.
|
არაქართულენოვანი
მოსწავლეები
(მოსწავლეები,
რომლებისთვისაც
სწავლების ენა
არ
არის მშობლიური
|
|
დავიხმართ უცხო ენის მასწავლებელს
,გამოვიყენებთ ტექსტის თარგმანს ინტერნეტით.
|
|
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
|
მაღალი აკადემიური
მოსწრების მქონე მოსწავლეები მოახდენენ ინფორმაციის ანალიზსა და სინთეზს შექმნიან ამ საკითხთან დაკავშირებით
საპრეზენტაციო მასალას, გააკეთებენ პრეზენტაციას.
|
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები
|
ტექნოლოგია – ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის საჭირო
ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)
|
||
ფოტოკამერა
კომპიუტერი
(ები)
ციფრული კამერა
DVD ფლეიერი
ინტერნეტკავშირი
|
ლაზერული დისკი
საბეჭდი მანქანა/პრინტერი
პროექტორი
სკანერი
ტელევიზორი
|
VCR, ვიდეო
ვიდეოკამერა
ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
|
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
|
||
მონაცემთა ბაზა/ცხრილები
საგამომცემლო პროგრამები
ელფოსტის პროგრამა
ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
|
ფოტო/სურათების დამუშავება
ინტერნეტძიება
მულტიმედია
|
ვებგვერდის შექმნა
ვორდის პროგრამა
|
ბეჭდვითი მასალები
|
|
ინვენტარი/მასალები
|
|
ინტერნეტრესურსები
|
იხილეთ საავტორო უფლებების
ჩანართში
|
სხვა რესურსები
|
მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების
წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.
|
Подписаться на:
Сообщения (Atom)